სტუდია
KARBA არის ქართული წარმოება, რომელიც ქმნის ავეჯს, ინტერიერისა და ექსტერიერის ელემენტებს, დიზაინერულ კოლექციებსა და ინდივიდუალურ პროექტებს, სადაც მეტალი, ხე და MDF თანამედროვე დიზაინთან ერთიანდება.
ჩვენი ისტორია დაიწყო მამისა და ქალიშვილის საერთო ხედვით. KARBA დააარსა საქართველოს პირველმა სერტიფიცირებულმა ქალმა შემდუღებელმა და Forbes Under 30 Georgia-ის გამარჯვებულმა, რომელმაც მამის მრავალწლიან გამოცდილებას თანამედროვე დიზაინი, ინოვაციური მიდგომა და ახალი ხედვა შემატა.
თითოეული პროექტი იქმნება კონკრეტული სივრცისა და ადამიანის საჭიროებებზე მორგებით. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მასალების შერჩევას, კონსტრუქციის სიზუსტეს, დამუშავების ხარისხსა და თითოეულ დეტალს.
პროექტის დაწყება →